რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის კონფლიქტი, დარეგულირების ამერიკული წინადადებები და ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.
„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც ჩვენ გავეცანით, შეესაბამება რუსეთ-ამერიკის სამიტზე ალასკაში გამართულ დისკუსიებს და, პრინციპში, შეიძლება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთის ინტერესი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების მიმართ“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.




