წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებული სკანდალის შემდეგ, თბილისის მერი დღეს კიდევ ერთი დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციას დაესხა თავს. და თანაც იმდენად მწვავედ, რომ არც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს მორიდებია. თბილისი მერის სამიზნეში “ლელო” და მისი ლიდერები აღმოჩნდნენ. კალაძის უხამს განცხადებებს მალევე მოჰყვა პასუხი. მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერს სასამართლოში უჩივლებს. “ლელოს” ლიდერის ადვოკატი, სარჩელს კალაძის წინააღმდეგ უკვე ამზადებს