ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი პირველი საგარეო ვიზიტით კიევს ეწვია

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, პირველი საგარეო ვიზიტით კიევს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში, დევიდ კამერონი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი სამუშაო ვიზიტით ს ეწვია“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის აუცილებლობა განიხილა.
როგორც დევიდ კამერონმა განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
„მსურდა, რომ ჩემი პირველი ვიზიტი თქვენთან ყოფილიყო. პირადად მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის სიძლიერითა და მონდომებით. ჩემი ვიზიტით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ აღმოგიჩინოთ მორალური, დიპლომატიური, ეკონომიკური მხარდაჭერა და, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერა, რაც გჭირდებათ, არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წელსაც და რამდენიც საჭირო იქნება“, – განუცხადა კამერონმა ზელენსკის.
დევიდ კამერონთან შეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიო უკრაინაზე ნაკლებად არის ორიენტირებული და ფოკუსის გაყოფა არავის არ ეხმარება. უკრაინის პრეზიდენტმა კამერონს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს