თუ ინფლაცია გაიზრდება, ვალდებული ვიქნებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ინფლაციის ზრდის შემთხვევაში სებ-ი ვალდებული იქნება რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს.
„თუ ინფლაცია გაიზრდება, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ. პროგნოზია, რომ ინფლაცია ნორმალიზებას განიცდის და თავის მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს.
ჩვენი ცენტრალური სცენარით წელს ინფლაცია არის 4%-ის ირგვლივ და მომდევნო წლიდან დაიწყებს შემცირებას და 3%-თან დაახლოებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს