აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ვადაზე 8 თვით ადრე დაიშალა, ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პერსონალის მართვის ოფისის დირექტორმა სკოტ კუპორმა სააგენტოს შეკითხვას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტატუსის შესახებ უპასუხა, რომ „ასეთი არ არსებობს“.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის იანვარში შექმნა ახალი ფედერალური უწყება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა კომპანიების Tesla-ს და Space X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს დაავალა. დეპარტამენტს 2026 წლის ივლისის ჩათვლით უნდა ემუშავა და მაქსიმალურად შეემცირებინა ფედერალური სააგენტოები და მათი დაფინანსება.




