საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მოკვლევით, 2025 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა.
TI წერს, რომ ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებში სექტემბერში განსაკუთრებით ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ.
კერძოდ, TI აღნიშნავს, რომ ამ კომპანიებს ბოლო 10 წელიწადში 2.49 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის.
ორგანიზაციის თანახმად, ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა ქართულ ოცნებას 570 000 ლარი შესწირა.




