ჩინეთის მოსახლეობა 2023 წელს 2 მლნ-ით შემცირდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთის მოსახლეობა 1 მილიარდ 409 მილიონ ადამიანს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 2,08 მილიონით ნაკლებია.
ეს მაჩვენებლები არ მოიცავს ჰონკონგის, მაკაოს, ტაივანის მოსახლეობას, ასევე ჩინეთში მცხოვრებ უცხოელებს, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.