საია: მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო კვლევები და მკურნალობა არ უტარდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ საუბრობს.
მათი თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და არ იღებს სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.
ორგანიზაცია პაატა სალიას მიმართავს, “დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე.“
“მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად.
მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.
მივმართავთ, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნევლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად“, – წერია საიას განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ამ გამოცდის შემოტანით უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტემას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას