ირაკლი დღეს, ვატიკანში რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი დღეს რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
ასევე, აღნიშნავენ, რომ ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.