Bloomberg: 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ბოლო წუთს აცნობეს – ის ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ბოლო წუთს აცნობეს – ის ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და კირილ დმიტრიევმა ოქტომბერში, მაიამიში გამართული შეხვედრის დროს შეიმუშავეს – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამ წუთებში, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გრძელდება, რომელშიც უკრაინა, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მონაწილეობენ. მხარეები სწორედ აშშ-ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან გეგმაზე მსჯელობენ. დოკუმენტში წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე-ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ. 22 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში გაიმართა G20-ის სამიტი, სადაც დიდი ოცეულის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს: ტრამპის სამშვიდობო გეგმა გადახედვას საჭიროებს და საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია. უკრაინა აცხადებს, რომ “დოკუმენტის ამჟამინდელი ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცების საბოლოო ეტაპზეა, უკვე ასახავს უკრაინის ძირითადი პრიორიტეტების უმეტესობას”

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?