მაშინ, როცა ჟენევაში ერთმანეთს ხვდებიან შეერთებული შტატების, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების დელეგაციები, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოცქსელ Truth Social-ში კვლავ გააკრიტიკა კიევი.
„უკრაინის ‘ხელმძღვანელობამ' ნული მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალისხმევისთვის, ევროპა კი განაგრძობს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას,“ დაწერა ტრამპმა. ასევე, მისი თქმით, აშშ განაგრძობს შეიარაღების გაყიდვას, რომელიც უკრაინაში იგზავნება. მისი პოსტის დანარჩენი ნაწილი ეძღვნება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას.
ჟენევაში კვირას შეხვედრებს მართავენ აშშ-ის, უკრაინის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციები. მოლაპარაკებები ეხება აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებს, რომელთა შესახებ მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი.
ფორუმი




