მოსკოვი და ირანი ახალ შეთანხმებას ხელს მალე მოაწერენ – კრემლი

მოსკოვის ცნობით, სა და ირანის ლიდერები ვლადიმირ პუტინი და იბრაჰიმ რაისი მალე ხელს სახელმწიფოთაშორის ახალ შეთანხმებას მოაწერენ. 17 იანვარს, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ხელშეკრულების თაობაზე ორ ქვეყანას შორის შორის მიმდინარე მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა.
დეკემბრის დასაწყისში, იბრაჰიმ რაისი მოსკოვში იმყოფებოდა. პუტინსა და რაისს შორის მოლაპარაკება ახალ შეთანხმებაზე, რომელიც პოლიტიკურ, სავაჭრო და სამხედრო სფეროს მოიცავს, დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი ხელშეკრულება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას მოსკოვსა და თეირანს შორის და მოიცავს მათ შორის არსებული კავშირების სრულ სპექტრს. „ეს დოკუმენტი არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიცაა“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, „მოქმედი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალა და ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტო აღმავლობის გზაზეა”. ზახაროვა ხელმოწერის ზუსტ თარიღს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს ორი პრეზიდენტის ერთ-ერთი შეხვედრისას მოხდება.
გასული წლის ნოემბერში კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობები ღრმავდება, “მათ შორის – სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით”. თუმცა, მოსკოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე თეთრი სახლის ვარაუდთან დაკავშირებით, რომ ირანი რუსეთისთვის ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს.
ამასთან დაკავშირებით, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა დღითი-დღე ფართოვდება. ნოემბერშივე თეირანმა განაცხადა, რომ მან დაასრულა შეთანხმება რუსეთთან “სუ-35” მოიერიშე თვითმფრინავების, “მი-28” მოიერიშე შვეულმფრენებისა და “იაკ-130” სასწავლო თვითმფრინავების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას