– არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს

არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ნებისმიერმა სანდო და მდგრადმა სამშვიდობო გეგმამ, პირველ რიგში, მკვლელობები და ომი უნდა დაასრულოს, ისე, რომ მომავალი კონფლიქტის საფუძველი არ შექმნას“, – აცხადებს .
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ასევე, უკრაინის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტებზე შეთანხმდნენ“.
„მინდა სამი მათგანი აღვნიშნო. პირველი – არ შეიძლება საზღვრები ძალით შეიცვალოს. მეორე – არ შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდეს, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების წინაშე დაუცველს გახდის და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებასაც ძირს გამოუთხრის. მესამე – უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის ცენტრალური როლი სრულად უნდა აისახოს. ს თავისი მომავლის ასარჩევად თავისუფლება და სუვერენული უფლება უნდა ჰქონდეს. მათ ევროპული მომავალი აირჩიეს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკრაინას დღეს არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება – ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ეს იყო ის გზა, რომლისკენაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვიბიძგებდნენ

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა – უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია