კარგი იქნება, ვიცოდეთ, თუ ვინ არის 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის – ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, იცოდნენ, თუ ვინ არის -ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ავტორი.
ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ, შენიშვნების მიუხედავად, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე. თუმცა ვიდრე მუშაობას დავიწყებთ, კარგი იქნება, ვიცოდეთ, თუ ვინ არის ამ გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.