დათო ბორჩხაძე: მოკლედ, ევროპის კარი შევაღეთ და უკვე იციან, რომ ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ვიდეო!

“პირველ რიგში, გილოცავთ ყველა ქართველს ამ დიდ გამარჯვებას! განსაკუთრებით ჩვენი ინდუსტრიის წევრებს და კიდევ უფრო განსაკუთრებით შენ Giorgi Okmelashvili 🥳✊🏻🎉❤️🚀🇬🇪
მოკლედ ვეცდები მოვყვე ის გრძნობები, რაც განვიცადეთ.
დარბაზში რომ დავსხედით, ისე დაიწო ღონისძიება, რომ წამყვანი გამოვიდა და იკითხა, აბა გერმანელები რამდენი ხართ? დარბაზიდან დაიწყეს ყვირილი უუუუუ, მერე აბა ფრანგებიო, იტალიელებიო, ესპანელებიო… ქართველებიც გვიკითხეს. ვფიქრობ, რა გვინდა აქ, რა უნდა მოვიგოთ ამ მონსტრებშითქო. 650 ნამუშევარი მთელი ევროპიდან! მათ შორის ისეთი ბრენდების, როგორიც არის, მაგალითად იკეა, კანის გრანპრის მფლობელი რეკლამა და ასე შემდეგ!
დაიწყო დაჯილდოება და ამ მონსტრებში ჯამში ქართველებმა ავიღეთ 2 ოქრო, 1 ვერცხლი და კიდე 2 ბრინჯაო!
დადგა ფესტივალის მთავარი ჯილდოს გამოცხადების მომენტი.
ეს მთავარი ჯილდოებია 4 სპეციალური ჯილდო და მთავარი პრიზი – გრანპრი 🤩
ამ ოთხი ჯილდოდან ერთ-ერთზე – European Star ჟიური გამარჯვებულად აცხადებს ჩიტებს! ნუ რა მოხდა დარბაზში წარმოიდგენთ და სცენამდე როგორ ავედით, არ მახსოვს 😅
ამ ყველაფრის მერე დადგა გრანპრის გამოცხადების დრო. ნელ-ნელა ვიჯერებთ, რომ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ამავდროულად ძააან დაუჯერებელია! მოკლედ, 5 კანდიდატი ჩამოთვალეს: ჩვენ, იკეა, კანის გრანპრის გამარჯვებული ვიდეო, რაღაც გერმანული სააგენტოს (სადაც 6000 თანამშრომელი ჰყავთ) პროექტი და მეხუთე აღარ მახსოვს 😅
და აი ამ ყველას შორის რომ ჩვენ გამოგვაცხადეს… 😄 ახლაც არ მჯერა! 🚀❤️🇬🇪✊🏻
მოკლედ, ევროპის კარი შევაღეთ და უკვე იციან, რომ ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ვიდეო! 🇬🇪❤️
ეს არის აბსოლუტურად ყველას დამსახურება, ვინც ამ ინდუსტრიაში ვართ და ძალიან დიდი გამარჯვება! ✊🏻✊🏻✊🏻
ერთ-ერთი მაგარი მომენტი კიდე ის იყო, როცა იკეას შემქმნელები მოვიდნენ და მითხრეს, ჯერ ვიდეოზე ხომ გამოვშტერდით და მერე ქეისი რო ვნახეთ, ვიტირეთ და ორივე ხელი ავწიეთ, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა მოგეგოთო! არადა, იკეას, ნაიკის, დიზელის და სხვა დიდი ბრენდების ვიდეოების ყურებით არ ვისწავლეთ ეს საქმე?! :)))
მოკლედ, გილოცავთ ყველას!
არ შემიძლია არ აღვნიშნო ეკა ყიფიანი, რომელიც ამ ფესტივალზე ჟიური იყო და როგორ ილაპარაკებდა ჩვენზე, ხომ ხვდებით?! ❤️✊🏻
იმედია, შემდეგ ფესტივალზე ოკმელა ავა სცენაზე!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” | წერს რეჟისორი, დათო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში