უმსხვილესი რუსული საბანკო-საფინანსო ჰოლდინგის, Sberbank-ის განცხადებით, წლის ბოლომდე კომპანია თანამშრომლების 20%-ს გაათავისუფლებს.
სამსახურის გარეშე დარჩებიან ის თანამშრომლები, რომლებსაც შრომის დაბალი ეფექტიანობა აქვთ. მათ სამუშაოს ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს.
როგორც ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გერმან გრეფმა, განმარტა, შემცირება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, იკითხა, აპირებდა თუ არა „სბერბანკი“ თანამგზავრების განვითარებაში ინვესტირებას.
გრეფმა უპასუხა, რომ ბანკის მიერ ხელოვნურ ინტელექტზე დიდი ხარჯები, რომელიც წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, სხვა ინვესტიციებისთვის მცირე ადგილს ტოვებს.
„ჩვენ ვხურავთ არაეფექტურ პროექტებს და ვამცირებთ სამუშაო ადგილებს არაეფექტური თანამშრომლებისთვის, რაც სხვა საკითხებთან ერთად რესურსებსაც ათავისუფლებს“, – თქვა გრეფმა
პუტინმა კი გათავისუფლებული თანამშრომლების ასეთი შეფასება არ მოიწონა.
„არაეფექტური თანამშრომლები არ არსებობენ, მხოლოდ თანამშრომლები, რომლებსაც ცუდად მართავთ“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
“სბერბანკის” სამუშაო ძალა, სავარაუდოდ, 30 სექტემბრის მონაცემებით, 294,578 სრულ განაკვეთზე დასაქმებულს შეადგენდა, რაც 2024 წლის ბოლოს კი 308,092 იყო.




