აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის მისი „სამშვიდობო წინადადება” საბოლოო არაა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინისთვის „სამშვიდობო წინადადება” საბოლოო არის თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „არა, საბოლოო [წინადადება] არაა”.
„მშვიდობის მიღწევა გვინდა. დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უკრაინის რუსეთთან ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ის არასდროს მოხდებოდა. მის დასრულებას ვცდილობთ. ასე თუ ისე, მისი დასრულება გვსურს”, – განაცხადა ტრამპმა.




