ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ, როგორ ვიცხოვროთ

ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ, როგორ ვიცხოვროთ
სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს სახით არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი და ქართულ საზოგადოებას გარე ძალები არ უნდა კარნახობდნენ, როგორ იცხოვროს ან როგორი პოლიტიკა გაატაროს.
„სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში. უკრაინის უკრაინაში, პოლონეთის პოლონეთში და საქართველოსი საქართველოში. უბრალოდ, მათ უნდა ახსოვდეთ ის, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ გარე ძალები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ორმაგ სტანდარტებს და სირაქლემას პოზიციას, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ისტორიული ურთიერთობები.” – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა