COVID-ის ვაქცინამ ევროპაში მინიმუმ 1,4 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა – WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, რომ არა COVID19 ვაქცინები, ევროპაში დაღუპულთა კუმულაციური რიცხვი დაახლოებით 4 მილიონს მიაღწევდა – ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თქმით, უსაფრთხო და ეფექტურმა COVID19-ის ვაქცინამ ევროპაში 1,4 მილიონი სიცოცხლე იხსნა.
კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში COVID19-ის ვაქცინებმა სიკვდილიანობა 57%-ით შეამცირა.
ჯანმოს რეგიონალური დირექტორი ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე COVID-19-ის რისკის ქვეშ, მაგალითად, ხანდაზმულები ან იმუნოდეფიციტის მქონე პირები, რეკომენდაციას უწევს მიიღონ გამაძლიერებელი ვაქცინაცია ბოლო დოზიდან 6-12 თვის შემდეგ.
კვლევამ, კერძოდ, დაადგინა, რომ იმ ადამიანების 96 პროცენტი, ვისი სიცოცხლეც გადარჩა ვაქცინაციის გამო, იყო 60 წელზე უფროსი ასაკის.