ახალი რეგულაციები – ვისთვის ხდება “პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის” ყოლა სავალდებულო?

მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც არაერთ დამატებით ვალდებულებას აწესებს იმ პირებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში. ასეთი ქვეყანაში მოქმედი არც თუ ცოტა საჯარო თუ კერძო დაწესებულებაა, შესაბამისად ახალი კანონით დადგენილი ვალდებულებები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლების უმეტესობაზე ვრცელდება. კომპანიებს რამდენიმე თვე რჩებათ იმისთვის, რომ კანონის ამოქმედებამდე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მათ მიერ დანერგილი პრაქტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ.