2023 წელს კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქები 1,5 მლნ-მდე ტურისტმა მოინახულა

თურქეთის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ცენტრი, კაპადოკიის უნიკალური მიწისქვეშა ქალაქები 2023 წელს 1 მილიონ 495 ათას 210-მა ტურისტმა მოინახულა.
გასულ წელს კაიმაკლის ყველაზე მეტი ტურისტი (559 ათას 527) ეწვია.
კაიმაკლის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჰარუნ ჩეკიჩის განცხადებით, მიწისქვეშა ქალაქებს კაპადოკიის ტურიზმის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს წარმოადგინოს რეგიონის მიწისქვეშა ქალაქები ტურისტულ ბაზრობებზე თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ, აღნიშნა მან.
„ადრე თავშესაფრად გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც რეგიონი ოსმალეთის იმპერიის კონტროლს დაექვემდებარა, ის იქცა ცივ საწყობებად, სადაც ხალხი ინახავდა პროდუქტებს. აქ მრავალი ცივილიზაცია ცხოვრობდა. მიწისქვეშა ქალაქი მოიცავს ტერიტორიას, სადაც ადამიანებს აქვთ საერთო სივრცეები, სამზარეულოები და სალოცავი ადგილები. მიწისქვეშა ქალაქ კაიმაკლის ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს“, – აღნიშნა მან.