თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში კონტროლიორების რაოდენობა შემცირდა.
უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში დედაქალაქში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლს 200 პირი ახორციელებდა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში კონტროლიორის პოზიციაზე 210 პირი იყო დასაქმებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში კონტროლიორებზე ხელფასის სახით ჯამურად გაიცა 4 088 000 ლარი. ამავე პერიოდში ერთი კონტროლიორის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2 044 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კონტროლიორების ხელფასზე 3 910 200 ლარი დაიხარჯა. ამ შემთხვევაში ერთი კონტროლიორის საშუალო თვიური ანაზღაურება 1 862 ლარი გამოდის.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში კონტროლიორების საშუალო თვიური ანაზღაურება 9.8%-ით გაიზარდა.
ინფორმაცია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გაავრცელა.




