Shell-მა წითელი ზღვის გავლით ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

ბრიტანულ-ჰოლანდიურმა ნავთობის გიგანტმა Shell-მა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით, -ისა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ იემენის „ჰუსიტებზე“ თავდასხმების შემდეგ, ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კომპანიამ გასულ კვირას გადაწყვიტა შეაჩეროს მიწოდება გემის ეკიპაჟის უსაფრთხოების საფრთხისა და თავდასხმის შედეგად ტვირთის დაზიანების გამო. იმავე კვირას, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების სერია განახორციელეს.
გასულ თვეში Shell-ის მიერ დაქირავებული ტანკერი, რომელსაც ინდური თვითმფრინავის საწვავი გადაჰქონდა, წითელ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის სამიზნე გახდა.
BP plc-მა ასევე შეაჩერა მიწოდება წითელი ზღვის გავლით დეკემბერში. Qatar Energy-მ იგივე გააკეთა მიმდინარე კვირაში.
მსოფლიო საზღვაო ნავთობის მარაგის დაახლოებით 12% წითელ ზღვაზე გადის.