Fitch-ის ვარაუდით, წმინდა საგარეო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB” დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” გააუმჯობესა.
2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წმინდა საგარეო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პროგნოზირებულ 13.4%-იან „BB“ მედიანას, ჩვენი საბაზისო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების აღდგენისა და შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.”,- წერია შეფასებაში.
ცნობისთვის, 2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.

ასევე დაგაინტერესებთ