COP 30: კლიმატის საკითხების შესახებ გაერო-ს კონფერენცია ჩიხშია – ევროკავშირი შეთანხმების პროექტს მხარს არ უჭერს

კლიმატის ცვლილების შესახებ ბრაზილიაში გამართული გაერო-ს კონფერენციის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ევროკავშირი უარს ამბობს, მხარი დაუჭიროს შეთანხმების ისეთ პროექტს, რომელიც, მისი აზრით, კლიმატის ცვლილების გამომწვევი დამაბინძურებელი ემისიების შემცირებას ვერ უზრუნველყოფს.
მდინარე ამაზონის აუზში მდებარე ქალაქ ბელენში გამართული ორკვირიანი სამიტი გუშინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ვადა დაირღვა, რადგან შეთანხმების მიღწევის მიზნით გამართული მოლაპარაკებები გაგრძელდა.
მასპინძელი ბრაზილია ამ კონფერენციას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს და მასში მონაწილე ქვეყნებს მოუწოდებს, გადალახონ უთანხმოება ისეთ საკითხზე, როგორიცაა წიაღისეული საწვავის მოპოვება. სამიტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა კოორდინირებული მოქმედებაა.
„არ შეიძლება გვქონდეს ისეთი დღის წესრიგი, რომელიც გაგვყოფს. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ შეთანხმებამდე“, – განუცხადა COP 30-ის პრეზიდენტმა, ანდრე კორეა დო ლაგომ დელეგატებს საჯარო პლენარულ სხდომაზე, სანამ მათ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გაუშვებდა.
„ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ შეთანხმებამდე“
ზოგიერთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ევროკავშირის პოზიციას იმით დაუპირისპირდა, რომ ევროპულ კოალიციას მეტი დაფინანსების გამოყოფა მოსთხოვა ღარიბი სახელმწიფოებისთვის, რათა მათა კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება მოახერხონ.
„ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ერთი გზით ვიმოქმედოთ. თუ არსებობს წიაღისეული საწვავის მოპოვების აღკვეთის გზა, მაშინ უნდა არსებობდეს გზა კლიმატის ცვლილებების დაფინანსებისთვისაც“, – აღნიშნა განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელმაც, დახურულ კარს მიღმა დაწყებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამო, ანონიმად დარჩენა ისურვა.
უთანხმოება წიაღისეული საწვავის საკითხებზე, CO2-ის ემისიების უფრო სწრაფ შემცირებასა და დაფინანსებაზე კარგად წარმოაჩენს COP 30-ზე კონსენსუსის მიღწევის სირთულეს, რომელიც გლობალური დათბობის უარესი შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართული მსოფლიოს ნების გამოცდას წარმოადგენს.
შეთანხმების პროექტი, რომელიც ბრაზილიამ პარასკევს, გამთენიისას წარმოადგინა, არ შეიცავდა არანაირ ჩანაწერს წიაღისეულ საწვავზე. ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ვარიანტი ტექსტის ადრეული ვერსიიდან ამოღებული აღმოჩნდა.
ამ ვარიანტებს დიდი ოდენობით ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება.
როგორც ცნობილია, წიაღისეული საწვავის მოხმარებისას, დიდი ოდენობის სათბურის აირები გამოიყოფა, რაც გლობალურ დათბობას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. ამიტომ, დაახლოებით 80-მა სახელმწიფომ კონფერენციის დასაწყისშივე მოითხოვა, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის გეგმა. თუმცა, გუშინ ღამით, ბევრმა ამ ქვეყანამ დახურულ მოლაპარაკებებზე მიანიშნა, რომ შეთანხმებას ამ პუნქტის გარეშეც მოაწერდა ხელს.
წიაღისეული საწვავის დაწვა გამოყოფს სათბურის აირებს, რომლებიც უწყობს ხელს გლობალურ დათბობას.
ევროკავშირმა, რომელიც 27 წევრი ქვეყნისგან შედგება, ხაზგასმით განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტი ძალიან სუსტი იყო.
„ჩვენ მას არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს“, – აღნიშნა ევროკავშირის კლიმატის კომისარმა, ვოპკე ჰუკსტრამ.
ამასთან, ევროკავშირმა მიანიშნა, რომ შეეძლო „გასცდენოდა კომფორტის ზონას“ და განვითარებადი ქვეყნების დაფინანსებაზე თანხმობა განეცხადებინა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექსტში გლობალური დათბობის გამომწვევი ემისიების შემცირების სამოქმედო პუნქტები გაძლიერდებოდა.
შეთანხმების ტექსტის მისაღებად საჭიროა, რომ კონფერენციაში მონაწილე თითქმის 200-მა ქვეყანამ ის კონსენსუსით დაამტკიცოს.
ანდრე კორეა დო ლაგო მიიჩნევს, რომ წელს სამიტზე -ის არყოფნის გათვალისწინებით, მულტილატერალური ერთიანობის დემონსტრირება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომელიც COP 30-მა მსოფლიოს უნდა გაუგზავნოს ინ ფონზე, როდესაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალურ დათბობას „მისტიფიკაცია“ უწოდა.
„ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს“, – მიმართა სამიტის მონაწილეებს კორეა დო ლაგომ.
წყარო: 1 არხი