ს არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, დღეს ს არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია.
„მძიმე მდგომარეობა არის უკრაინაში დღეს. ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ უკრაინას და მის ხელისუფლებას დღეს, რომ მას არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ვინაიდან ჩიხში არის შესული მთლიანად ეს პერიპეტიები და ომი. ომის გაგრძელება მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა.
პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც ამის დასტურია, რომ ორი ცუდი არჩევანიდან არჩევანის გაკეთება უწევს დღეს უკრაინას. ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენს თავს ეს დამართნოდა, რომ ჩვენც რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშილმა.
-მა მოამზადა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინას აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში.
გუშინ, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა მ უკრაინელ ხალხს მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა. ზელენსკის თქმით, უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს რთული არჩევანის წინაზე — ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი.