რუსეთმა პირველად დაიწყო თავისი ოქროს რეზერვების რეალური გაყიდვა, სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსების მიზნით – წერს The Moscow Times.
სტატიის მიმოხილვით ანალიზს კი ეკონომიკის საერთაშორისო მიმომხილველი გოგიტა სურამელაშვილი გვთავაზობს.
“ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო მთავრობის ოქროს ტრანზაქციების განხორციელება ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან (ФНБ), განაცხადა ბანკის პრეს-სამსახურმა.აქამდე ეს ოპერაციები ვირტუალური ხასიათის იყო: მთავრობა ძვირფას ლითონს არა ბაზარზე, არამედ ცენტრალურ ბანკზე ყიდდა, ფაქტობრივად კი ოქროს რეზერვები „ჯიბიდან ჯიბეში“ გადაჰქონდა.შედეგად, ზოდები ქვეყნის ოქროს რეზერვების ნაწილად რჩებოდა, რომლებიც, 2300 ტონას აღემატება და მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა.ახლა სიტუაცია შეიცვალა: ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო რეალური ოპერაციების ჩატარება ოქროს გასაყიდად, როგორც ეს უკვე ხდება ФНБ-დან იუანის შემთხვევაში.ცენტრალური ბანკი არ აკონკრეტებს, თუ ზუსტად როდის დაიწყო ოქროს გაყიდვები და რა მოცულობით. ომამდე, ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა (ФНБ) 405,7 ტონა ოქრო დააგროვა. მას შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ, ბიუჯეტში არსებული ხვრელების შესავსებად, ამ რეზერვის 57%, ანუ 232,6 ტონა გაყიდა.შედეგად, 2025 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ФНБ-ში, ოქროს მოცულობა 173.1 ტონამდე შემცირდა. შედეგად, ФНБ-ში ლიკვიდური აქტივების მთლიანი მოცულობა, რომელიც ოქროს გარდა ჩინურ იუანსაც მოიცავს, 55%-ით შემცირდა – 113.5 მილიარდი დოლარიდან, 51.6 მილიარდ დოლარამდე.მშპ-სთან მიმართებაში, ფონდის გამოუყენებელი რეზერვები ოთხჯერ შემცირდა. ამჟამად ის მშპ-ს 1.9%-ია, ომის დაწყებამდე არსებული მშპ-ს 7.3%-ის წინააღმდეგ.ამ ოპერაციების დახმარებით, ცენტრალური ბანკი ცდილობს რუბლის გაცვლითი კურსის კონტროლს და ასევე ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის შევსებასა და ომის ხარჯების დაფინანსებას – აცხადებენ რუსი ექსპერტები, რომელთა მოსაზრებას გოგიტა სურამელაშვილი გვაცნობს.




