რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება -ის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა – კონგრესმენების ნაწილი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ აკრიტიკებს

რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება -ის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა – კონგრესმენების ნაწილი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ აკრიტიკებს
ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ აკრიტიკებს.
სენატში რესპუბლიკელების ყოფილი ლიდერის, მიჩ მაკკონელის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის გარემოცვა უფრო მეტად ფოკუსირებულია პუტინის გულის მოგებაზე, ნაცვლად მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრისა.
„პუტინმა მთელი წელი დაუთმო პრეზიდენტ ტრამპის სულელად გამოყვანის მცდელობას. თუ ადმინისტრაციის წევრები უფრო მეტად ზრუნავენ პუტინის დაშოშმინებაზე, ვიდრე რეალური მშვიდობის უზრუნველყოფაზე, მაშინ პრეზიდენტს ახალი მრჩევლები სჭირდება. რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება კატასტროფა იქნებოდა აშშ-ის ინტერესებისთვის. ხოლო ისეთი კაპიტულაცია, როგორიც იყო ავღანეთიდან აშშ-ის გამოსვლა ბაიდენის დროს, იქნებოდა კატასტროფული „ძალის მეშვეობით მშვიდობის“ პოლიტიკის მემკვიდრეობისთვის“, – განაცხადა მაკკონელიმ.
დემოკრატი სენატორი ჯინ ჯაჰინი, რომელიც სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, მიიჩნევს, რომ დოკუმენტი უფრო მეტად „პუტინის გეგმას“ ჰგავს.
„რაც ნამდვილად უნდა გააკეთოს აშშ-მა, არის ზეწოლა პუტინზე, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდება, მეორადი სანქციების დაწესება კომპანიებისთვის, რომლებიც კვებავენ რუსულ სამხედრო მანქანას და აიძულოს პუტინი, დაჯდეს ნამდვილ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ამ შეთანხმებაში ს ინტერესებს არ უნდა წარმოვადგენდეთ“, – განაცხადა სენატორმა.
სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი როჯერ უიკერი აცხადებს, რომ 28-პუნქტიან გეგმას აქვს რეალური ნაკლი და ის სკეპტიკურად არის განწყობილი ამ დოკუმენტის მიმართ.
„არ შეიძლება, აიძულო საკუთარი მიწა მსოფლიოში ყველაზე უარეს სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმირ პუტინს გადასცეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა და განლაგება მისი ხელისუფლების და ხალხის სუვერენული არჩევანია. ხოლო ნებისმიერი დაპირებები პუტინისადმი არ უნდა აჯილდოებდეს მის მავნებლურ ქმედებებს ან ძირს უთხრიდეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა უიკერმა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ფიცპატრიკმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი კენჭისყრაზე დადგეს.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ს „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული. როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ომის დასრულების ალტერნატიული წინადადება უკრაინისთვის უფრო მისაღები იქნება და სწორედ მათ გეგმას დაუჭერს მხარს. ევროპელების მოლოდინია, რომ „ევროპულ გეგმაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება, თუმცა, ნაკლებია მოლოდინია, რომ “ტრამპის გეგმის” განხილვისას ვაშინგტონმა მოქნილობა გამოავლინოს.
სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება. ანონიმური წყაროების ცნობით, კიევზე ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა იყო, ვიდრე წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და აშშ-ს სურს, უკრაინამ შეთანხმების ჩარჩოდოკუმენტს მომდევნო ხუთშაბათისთვის მოაწეროს ხელი. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაცია კიევში პრეზიდენტ ს შეხვდა. უკრაინაში აშშ-ის ელჩმა შეხვედრას წარმატებული უწოდა. „როიტერის“ თანახმად, ვაშინგტონი აშშ-სა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერისთვის „აგრესიული ვადების“ დადგენას ცდილობდა.
გუშინ, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.