ფოთში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარი მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ევეაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახარების ბრიგადამ ს ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.