სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთს სურს NATO-მ ქვეყნის აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვა გააძლიეროს. ამის შესახებ მან ალიანსის გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“ორმხრივი დისკუსიის დროს მან გენერალურ მდივანს სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა”. – წერია სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში, სადაც საუბარი არ არის დამატებით დეტალებზე.
ამასთან, ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე ფიცომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი აპირებს თავად გადაწყვიტოს საკუთარი თავდაცვის ხარჯების ტემპი და სტრუქტურა.
გარდა ამისა, რუტესთან შეხვედრის დროს ფიცომ კვლავ გაიმეორა, რომ მისი მთავრობა კიევისთვის იარაღის მიწოდებას არ გეგმავს.
tabula.ge




