-ს სანქციების გამო, სერბეთში უმსხვილესი ნავთობკომპანიის წილს ყიდის – WSJ

The Wall Street Journal-ის მიერ ნანახი -ს ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ს სანქციების გამო, სერბეთში უმსხვილესი ნავთობკომპანიის წილს ყიდის.
გამოცემა წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანია სერბულ ენერგეტიკულ გიგანტ NIS-სთან რუსეთის წილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აშშ დოლარების გამოყენების შესაძლებლობის გარეშე, კომპანიამ ნავთობის იმპორტი შეწყვიტა და მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თითქმის გაჩერებულია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ NIS-ის შეძენის შეთანხმება, რომელიც სერბეთის ერთადერთი ნავთობის იმპორტიორი და ადგილობრივი მეწარმეა, შესაძლოა მაინც ჩაიშალოს.
პოტენციური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სერბეთმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი კომპანიის 56%-იანი წილის გაყიდვას დათანხმდა.

“გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა უნდა გააგრძელოს და ნედლი ნავთობის ახალი ნაკადი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს უზრუნველყოფილი” – თქვა სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, დუბრავკა ჰანდანოვიჩმა.
tabula.ge