Fitch-ი საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB” დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” გააუმჯობესა.
2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა. სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე Fitch ელოდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.
“პროდუქტიულობის ძლიერი ზრდა და ზრდის მამოძრავებელი სექტორების იმპორტის ინტენსივობის შემცირება, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და ტრანსპორტი, ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივებს (ხელისუფლების მიერ შეფასებულია 5%-5.5%-ით)”,- წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საშუალოვადიან პროგნოზებზე დადებითად აისახება უძრავი ქონების სექტორში მოსალოდნელი მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სხვა მსხვილი კაპიტალური ხარჯების პროექტები.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა.
Fitch-ის განახლებული პროგნოზით, საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე სააგენტო პროგნოზირებდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.
Fitch პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს – საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება 8%-ზე.