“პრეზიდენტ ტრამპის გეგმა, აიძულოს უკრაინას, დათმოს მეტი ტერიტორია, შეამციროს არმია ნახევარზე მეტად, არასოდეს გაწევრიანდეს NATO-ში და არ დაუშვას უცხოური ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე, ამაზრზენია. თავისუფლების მოყვარულმა ამერიკელებმა პრეზიდენტს უნდა უთხრან, რომ ჩვენ უარვყოფთ ყველაზე უარეს დათმობას, რაც 1938 წლის შემდეგ გვინახავს. რუსებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და საზღვრებს 1994 წელს პატივს სცემდნენ. რატომ ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი, რომ ახლა შეგვიძლია პუტინის ნდობა? ეს შეთანხმება ასუსტებს უკრაინას და დაუცველს ტოვებს მომავალ წლებში ახალი რუსული შემოჭრების მიმართ” – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, დონ ბეკონი X-ზე
უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ. მოგვიანებით, ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და თქვა: “ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი… 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი – უკრაინა გადამწყვეტი არჩევანის წინაშეა”.
მოგვიანებით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სამშვიდობო გადაწყვეტილებისთვის მზადაა. ტრამპმა კი თქვა: “ზელენსკის მოუწევს, რომ ეს გეგმა მოიწონოს… მას მოუწევს დათანხმდეს რაღაცას, რასაც აქამდე არ თანხმდებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ, მე მას ოვალურ ოფისში ვუთხარი, რომ არც ერთი კარტი არ ჰქონდა…”




