„გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში, ყველგან ვალები აქვს, გადამგდებია ჩვეულებრივი“ – ირაკლი კობახიძე

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია პარტიიდან წამოსვლა, მაგრამ წამოვიდა, შეგვხვდა და ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ ფაქტობრივად მათი ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც გახარიამ ფულადი ვალი არ დატოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ყველგან აქვს ვალები. გადამგდებია ჩვეულებრივი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები. საბოლოო ჯამში ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როდესაც ხარ გადამგდები, როდესაც შეგიძლია, რომ საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, პოლიტიკურ წარმატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდვინა საკუთარი პარტიის წევრებს არჩევნების წინ და მერე გადააგდო. ჰპირდებოდა არჩევნების შემდეგ ფულის სამმაგად დაბრუნებას, გადააგდო ეს ადამიანები და როგორ გააჩერებს პარტიაში?!“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია