რამდენიმე წელიწადში ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და დასავლეთ ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონე- ირაკლი

რამდენიმე წელიწადში ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და დასავლეთ ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონე-
ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ყოველწლიურად იზრდება შანსი, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას.
„დაახლოებით ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს. დღეს, როდესაც 9,4%-ია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, ნაკლები ინტერესია, რომ ადამიანი გერმანიიდან, ამერიკიდან, შვედეთიდან დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჯერ კიდევ სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ გერმანიაში, საფრანგეთში დაახლოებით ორჯერ უფრო უკეთესად, მაგრამ დაახლოების პროცესი გრძელდება და რამდენიმე წელიწადში უკვე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და კონკრეტული დასავლეთ ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონე. ამიტომ, ყოველწლიურად იზრდება შანსი, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ეკონომიკურ განვითარებაზე, რათა ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.