პასუხი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს – “გულდაწყვეტილი ქომაგები ტრიბუნაზე მაშინ დავბრუნდებით, როცა ქვეყანას დავიბრუნებთ”. გულშემატკივრები გიორგი მამარდაშვილს ეუბნებიან, რომ ნაკრების წაგებები ყოველთვის მათი წაგეგბები იყო – “მაგრამ რატომღაც “ჩვენი წაგება” არ და ვერ გახდა თქვენი”.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გუშინ საღამოს ეროვნული ნაკრების მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წუხილი გამოთქვა კრიტიკის გამო.
- “ისტორია, მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე” -წერს გიორგი მამარდაშივლი.
ქართველი ფეხბურთელის ამ განცხადებას სოციალურს ქსელში ათასობით კომენატრი და დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ქომაგები წერენ, რომ ერთად დგომა ნიშნავს ერთად ბრძოლას ყოველთვის და არა მხოლოდ საფეხბურთ მოედანზე.
ზურგზე ნებისმიერი გვარი შეიძლება გეწეროს, თუმცა ჩვენ, ვინც ვგულშემატკივრობთ დროშას, ვგულშემატკივრობთ გერბს და ვგულშემატკივრობთ ეროვნულ ნაკრებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა ეროვნული. თუ ნაკრები ეროვნული არაა, მაშინ უბრალდო საფეხბურთო ნაკრებია. ეს მამარდას მხრიდან გაუგებარია, ჩვენ გვთხოვს ქომაგობას, რა მათი ქომაგები არ ვიყავით? და მათი მხრიდან რა იყო რეაქცია? უმეტეს შემთვევაში დუმილი? პლუს იმასაც ნურავინ იტყვის, რომ მოდი პოლიტიკა და სპორტი გავმიჯნოთ, ფეხბურთი და სპორტი გავმიჯნოთ, ნაკრებსი მოქმედი წევრები “ოცნების” კლიპში იყვნენ. ნუ ჯანდაბას იყვნენ, პარლამენტში გვაკლია ჩვენ ახლა სპორტსმენები თუ პარლამენტს გარეთ? გულდაწყვეტილი ქომაგები ტრიბუნაზე დავბრუნდებით, როცა ქვეყანას დავიბრუნებთ”, – ამბობს ზურა ფარჯიანი “პირველებთან”.
კიდევე ერთი ქომაგი, გიორგი კემულარია კი ნაკრების მეკარეს იმ გულშემატკივრობსი სერიესბ ახსენებს, როცა ქართველები ათასობით კილომეტრებს გადიოდნენ, რათა ნაკრებისთვის მეოდანზე დაეჭირათ მხარი – “ამ დროს ვხედავთ მათ ჩახუტებულებს იმ ადამიანებთან, რომლებიციჩვენს ახალგაზრდებს სახის ძვლებს ულეწავდნენ”
იმ სიტუაციაში, როდესაც ფაქტობრივად დიქტატურაში ვართ და ვხედავთ, რომ ჩვენი საყვარელი სპორტსმენები, ვისთან ერტადაც ვიბრძოდით, მოდანზე ვიყავით, ათასობით კილომეტრს გავდიოდით, რომ მათთვის გვეგულშემატკივრა და ამ დროს ვხედავთ მათ ჩახუტებულებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს სახის ძვლებს ულეწავდნენ, აქ უკვე ფარისეველი უნდა იყო, რომ ერთი ელით რეჟიმს უპირისპირდებოდე და მეორე ხელით ამათ გულშემატკივრობდე”, – ამბობს გიორგი კემულარია.
სოციალურ ქსელში ატეხილ ვნებათაღელვას კახა კალაძეც გამოეხმაურა. ყოფილმა ფეხბურთელმა და “ოცნების” ლიდერმა მიზანმიმართული კამპანია უწოდა იმ ყველაფერს, რაც ახლა გიორგი მამარდაშვილის პოსტის ქვეშ იწერება.
ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან, მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.
ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, უკვე 13 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნული განცხადება დაწერა და პოსტის ქვეშ უკვე 2500 მდე კომენტარია.




