საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 22 ნოემბერს, ზედიზედ მეათედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალს და მეშვიდედ ეცდება ტიტულის მოგებას.
პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ საქართველოსა და ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ მეოთხედფინალში პოლონეთი 64:7, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი ჩეხეთი 26:7 დაამარცხა. თავის მხრივ ესპანეთმა ჯერ ბელგიას სძლია 64:0, მერე კი ნიდერლანდებს 52:0 და ფინალს ისე უწია, ქულა არ გაუშვია.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს ლუკა ჭაკუა, დავით არობელიძემ კი ფრთაზე გადაინაცვლა. ცენტრში გამოჩნდა გიორგი კეკელია, რომელიც დათა ახვლედიანს შეუწყვილდება. მეორე ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა ლუკა ტაბატაძემ. უცვლელი დარჩა ღერძი – გოგა უშვერიძე და ლევან ბუცხრიკიძე.
ასევე უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი, სადაც თამაშს იწყებენ საბა მშვილდაძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. ესპანეთს პირველივე წუთებიდან შეუტევენ გიორგი ზაზაძე და მათე ბერუაშვილი. კვლავ დამწყებთა შორისაა გიორგი არძენაძე.
დებულების თანახმად, განაცხადში პრაღაში მყოფი 26-ივე მოთამაშეა და შესაბამისად, ყველა მათგანს ექნება ფინალშითამაშის შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, ესპანეთს 18-წლამდელთა ფინალში შარშანაც ვეთამაშეთ და 32:11 დავამარცხეთ. მანამდე მათ 2019 წლის ფინალში 20:10 ვძლიეთ.
2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
ფინალი. 22 ნოემბერი. 21:30 საქ. დრო
საქართველო – ესპანეთი
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ლელო), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი),11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი არძენაძე (ფოთი), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. გიორგი ქევანიშვილი (აია), 20. საბა გიორგიძე (ლელო); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 25. მათე მახარაძე (ბათუმი), 26.ლუკა შულაია (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge
U18. ევროპის ჩემპიონატზე “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
U18. ევროპის ჩემპიონატზე “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან




