შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე
რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ – ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში, ეს მათთვის უკვე შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა, თუმცა რომ არა რევოლუციების მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ქვეყანას გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა.
„ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები – 9,7%-ია საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რითაც პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში არ გვქონდა ხუთიდან არც ერთი რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში იყო სიმშვიდე, არავითარი არეულობის მცდელობა და ა.შ. 9,7% იქნებოდა სავარაუდოდ 12,7%. თავის მიზანს რაღაც დონეზე მაინც აღწევენ და ამითაც კმაყოფილი არიან, რომ რუსთაველზე რომ გამოდის 150 კაცი, შეიძლება, მაგალითად 0,1%-ით აფერხებს ეს ეკონომიკურ ზრდას და ეს უკვე შედეგია მათთვის, ბედნიერები არიან მათი პატრონები.
შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე, საუბრობენ ტელევიზიიდან და სიძულვილს ავრცელებენ, ეს არის სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ უნდა შეგვეცოდოს ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მძიმე პროცესში არიან შესული და მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება