მარია ზახაროვა: რუსეთსა და ირანს შორის ახალი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება

რუსეთსა და ირანს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების მომზადება დასკვნით ეტაპზეა, ხელმოწერა პრეზიდენტების შეხვედრაზე იგეგმება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთსა და ირანს შორის ახალი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი დამტკიცების საბოლოო ეტაპზეა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, დოკუმენტი მოიცავს რუსეთ-ირანის მრავალმხრივ კავშირებს და ოფიციალურ დონეზე აფორმებს მოსკოვისა და თეირანის პარტნიორობის ყოვლისმომცველ, სტრატეგიულ ხასიათს.

„მოქმედი შეთანხმების ხელმოწერიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მას ხელი მოეწერა 2001 წელს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვალა საერთაშორისო პირობები, საერთაშორისო კონტექსტი და ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო ზრდას განიცდის“, – დასძინა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ