საპენსიო სააგენტო ₾841 მლნ-ის აქციებს ფლობს – 50 კომპანია, რომელშიც ფონდს თანხა აქვს ჩადებული

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 4.4 მილიარდი ლარია. ეს მოიცავს 1.2 მილიონი მოქალაქის მიერ ყოველთვიურად გადახდილ საპენსიო შენატანებს, რომელსაც ფონდი ქართულ და უცხოურ აქტივებში აბანდებს. 4.4 მილიარდი ლარიდან 841 მილიონი ლარი (ფონდის 19.2%) გლობალურ საფონდო ინდექსებში არის ინვესტირებული. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა 349 მილიონი ლარი ამერიკის წამყვან ინდექსში S&P 500-ში არის დაბანდებული, რომლის გავლითაც სააგენტო ისეთი კომპანიების არაპირდაპირ ინვესტორს წარმოადგენს, როგორიცაა Microsoft, Apple, Google, Tesla და სხვები. საპენსიო სააგენტოს 156 მილიონი ლარი დაბანდებული აქვს FTSE Pacific ETF-ში, რომელიც აერთიანებს ისეთ აზიურ კომპანიებს, როგორიცაა Samsung, Toyota, Mitsubishi და სხვები.
ამერიკულ საფონდო ინდექს S&P 500-ში საპენსიო ფონდის ინვესტიცია 349 მილიონია, ფონდის გადანაწილება წამყვანი კომპანიების მიხედვით:
განვითარებული აზიის საფონდო ინდექს FTSE Pacific ETF-ში საპენსიო ფონდის ინვესტიცია 156 მილიონია, ფონდის გადანაწილება წამყვანი კომპანიების მიხედვით:
ევროპის საფონდო ინდექს FTSE Europe ETF-ში საპენსიო ფონდის ინვესტიცია ₾148 მილიონია, ფონდის გადანაწილება წამყვანი კომპანიების მიხედვით:
განვითარებადი ბაზრების FTSE EM Markets ETF-ში საპენსიო ფონდის ინვესტიცია ₾103 მილიონია, ფონდის გადანაწილება წამყვანი კომპანიების მიხედვით:
ლათინური ამერიკის Latin America 40 ETF-ში საპენსიო ფონდის ინვესტიცია ₾70 მილიონია, ფონდის გადანაწილება წამყვანი კომპანიების მიხედვით:
მონაცემები ასახავს ETF ფონდებში კომპანიების გადანაწილებას 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. საპენსიო ფონდის აქტივების ზომა ყოველთვიურად მზარდია, შესაბამისად იზრდება აღნიშნული ინვესტიციის ოდენობაც. სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ სურათს ასახავს.
bm.ge