დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების განახლებას აქტიურად განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების განახლებას აქტიურად განაგრძობს
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების განახლებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ევდოშვილის ქუჩის N2/10-ში განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, გაკეთდა საბავშვო სივრცე, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდა, საპარკო სკამები და ურნები.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსაც.
მოსასვენებელი სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139 000 ლარი გამოიყო. დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილესთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა