გიტანას ნაუსედა აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება, ტერიტორიული დათმობები და სხვა გადაწყვეტილებები, ფაქტობრივად, კაპიტულაცია იქნება

უკრაინის მომავალზე დისკუსიები უკრაინის გარეშე არ უნდა გაიმართოს. ნებისმიერი იდეა, რომელიც ს სუსტ მდგომარეობაში აყენებს, მიუღებელია და არ შეგვიძლია ასეთი ძალისხმევის მოთმენა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო შემცირებაზე, ტერიტორიულ დათმობებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, რაც, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია იქნება“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, ევროკავშირმა ეს მომენტი უნდა გამოიყენოს, რათა უპირველეს ყოვლისა, გამოხატოს „ევროპული საზოგადოების ძალიან მტკიცე ნება“, შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს მომავლისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები.
„თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები 50%-ით შემცირდება, რა უსაფრთხოების გარანტიებს მოუტანს ეს ს? ასეთი იდეის გაგება ძალიან რთულია“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა ამ საკითხში შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს.
„ამიტომ, მე ველოდები დოკუმენტს და უკრაინის რეაქციას. და, რა თქმა უნდა, ევროპულ საზოგადოების ხმა ძლიერი უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ და უბრალოდ სამშვიდობო გეგმებზე კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენ ამაში აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ეს ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაა“, – დასძინა ნაუსედამ.