აგრარული უნივერსიტეტიS ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული თათული ბაცაცაშვილი სწავლას ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed – From Membrane Biology to Neuroscience and Experimental Medicine აგრძელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ბიომემბრანების მულტიდისციპლინარულ კვლევას, რომლის შედეგადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის თერაპიის დანერგვა.
სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება სამი უნივერსიტეტის თანამშრომლობით: Université Côte d’Azur (საფრანგეთი), University of Genoa (იტალია) და Osnabrück University (გერმანია).
თათულიმ მოიპოვა Erasmus Mundus პროგრამის სრული დაფინანსება და სტიპენდია.




