დიმიტრი პესკოვი – უკრაინის მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება მცირდება, რადგან ის ს შეტევის შედეგად ტერიტორიებს კარგავს – ჩვენმა ეფექტურმა მუშაობამ უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება ახლავეა საჭირო

რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა მუშაობამ უნდა დაარწმუნოს, რომ შეთანხმება ახლავეა საჭირო, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა მუშაობამ ზელენსკი და მისი რეჟიმი უნდა დაარწმუნოს, რომ უმჯობესია მოლაპარაკება და ამის გაკეთება უმჯობესია ახლავე, ვიდრე მოგვიანებით. მისი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება მცირდება, რადგან ის რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად ტერიტორიებს კარგავს“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, მოსკოვს ოფიციალურად არაფერი მიუღია ში კონფლიქტის მოგვარების ამერიკული გეგმასთან დაკავშირებით და მისი პუნქტების არსებითი განხილვა არ მომხდარა.
„ოფიციალურად არაფერი მიგვიღია და ვხედავთ გარკვეულ ინოვაციებს, მაგრამ ოფიციალურად არაფერი მიგვიღია და ამ პუნქტების არსებითი განხილვა არ ყოფილა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მონაწილეობდა თუ არა რუსეთი ამ ინიციატივების შემუშავებაში.