“კომუნისტური პარტიის წევრები ახლა მართლმადიდებლები არიან” – ნავალნი პუტინის რეჟიმზე

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პატიმრობაში მყოფი ციხიდან გავრცელებულ წერილში ამბობს:
“პოლიგამისტები ჩვენს ქვეყანაში კონსერვატორებად იქცნენ. CPSU, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები ახლა მართლმადიდებლები არიან. “ოქროს პასპორტების” და ოფშორული ანგარიშების მფლობელები ახლა აგრესიული პატრიოტები არიან… ტყუილი, ტყუილი და არაფერი ტყუილის გარდა… ის ინგრევა და დაინგრევა. პუტინის სახელმწიფო არ არის სიცოცხლისუნარიანი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მის ადგილს მივხედავთ და ის დაინგრევა.”
დღესვე, ს პროკურატურამ ალექსეი ნავალნის კიდევ ერთ ადვოკატს წაუყენა ბრალი. ოლგა მიხაილოვას “ექსტრემისტულ ჯგუფთან თანამშრომლობას” ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. იქამდე კი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა. მას 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში, ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსებასა და მრავალ სხვა დანაშაულში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს