უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უარყოფს შეერთებულ შტატებთან ახალი სამშვიდობო შეთანხმება შეთანხმებულია და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყურადღებით განიხილავს პარტნიორების წინადადებებს უკრაინის უცვლელი პრინციპების ფარგლებში.
„მაშინ, როცა რომ კიევში აშშ-ის დელეგაციასთან მუშაობა გრძელდება, საჯარო სივრცეში ჩნდება სხვადასხვა ვარაუდი კონსულტაციების შინაარსთან დაკავშირებით. მინდა მოკლედ განვმარტო ეს. აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს ჩემი როლი ტექნიკური იყო – შეხვედრების ორგანიზება და დიალოგის მომზადება. არ მიმიცია შეფასებები ან, მით უმეტეს, არ დამიმტკიცებია არცერთი პუნქტი. ეს არ შედის ჩემს უფლებამოსილებაში და არ შეესაბამება პროცედურას. გუშინ უკრაინის პრეზიდენტსა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ უფლებამოსილ აშშ-ის დელეგაციას შორის საუბარი შედგა. დღეს ეს სამუშაო გრძელდება კიევში, გუნდებს შორის ტექნიკურ დონეზე. ყურადღებით განვიხილავთ ჩვენი პარტნიორების ყველა წინადადებას და ველით იგივე პატივისცემით მიდგომას უკრაინის პოზიციის მიმართ“, – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.
მისი მტკიცებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გეგმის პუნქტების დამტკიცების ან მოხსნის შესახებ რეალობასთან არაფერი აქვს საერთო და ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაციის მაგალითები, რომლებიც კონსულტაციების კონტექსტის გარეთ წარმოიშვა.
„საფუძვლიანად ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების წინადადებებზე უკრაინის უცვლელი პრინციპების – სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის – ფარგლებში“, – აცხადებს უმეროვი.




