პაატა დავითაია – სოხუმის უნივერსიტეტი მრავალი ათეული წელი ამყარებდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფუნდამენტს – განათლების ახალმა რეფორმამ ის არ უნდა დააზიანოს

მთავრობის მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო და სასკოლო რეფორმა, იმ სახით, როგორც იქნა წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე, შეიცავს ბევრ კითხვის ნიშნებს. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული პოლიტიკური მდგენელი სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ეს ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ფუნქციონირებს დევნილობაში, მასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები და რეფორმის პრინციპის „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სოხუმის უნივერსიტეტი არის უნიკალური უნივერსიტეტი, რომელმაც დევნილობაშიც შეინარჩუნა თავისი სახე და მრავალწლიანი ტრადიციები.
„ეს უნივერსიტეტი ჯერ კიდევ სოხუმში იცავდა ქართულ სულს აფხაზეთში და დღემდე აგრძელებს ამ ხაზს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტი წარმოდგენილი იქნება სოხუმში, შენარჩუნებული უნდა იყოს იმ სახით და იმ ფაკულტეტებით, რაც მრავალი წელია არსებობს. ქვეყნისთვის და დევნილებისთვის უმძიმეს წლებში უნივერსიტეტმა ყველა ახალგაზრდას მისცა საშუალება მიეღოთ სწავლა-განათლება, უნივერსიტეტის მეშვეობით დაკავშირებული ყოფილიყვნენ აფხაზეთთან და იმ ახლობლებთან, რომლებიც იქ ცხოვრობენ. უნივერსიტეტი დან დევნილი ადამიანებისთვის ერთგვარ ხიდად იქცა აფხაზეთთან.
სოხუმის უნივერსიტეტს დიდი ისტორია აქვს. ის სათავეს იღებს 1932 წლიდან, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმში დაარსდა პედაგოგიური ინსტიტუტი. სწორედ მის ბაზაზე ჩამოყალიბდა 1979 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში მეორე, სამხრეთ კავკასიაში კი მეოთხე საუნივერსიტეტო კერას წარმოადგენდა. ასევე დიდი ისტორია აქვს იურიდიულ ფაკულტეტს. მისი დაარსება მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იურიდიული ფაკულტეტი საქართველოში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიაში კი – ბაქოს და ს უნივერსიტეტებში არსებობდა. სოხუმის უნივერსიტეტს ჰქონდა უზარმაზარი დატვირთვა. ისტორიულად ამ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტობის ძალისხმევამ ჩაუყარა საფუძველი ქართული ენის დაცვას აფხაზეთში, რაც ხორციელდებოდა მრავალი ათეული წლები. 1989 წელს ე.წ. ლიხნის წერილის შემდეგ, რომელშიც აფხაზი სეპარატისტები ითხოვდნენ ს საქართველოდან გამოყოფას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული პროფესურა კატეგორიულად გაემიჯნა ამ მოღალატეობრივ ნაბიჯს. მოგვიანებით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების და ს მიერ ინსპირირებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტმა ფუნქციონირება გააგრძელა თბილისში, რითაც უნივერსიტეტი იქცა პირველ იძულებით გადაადგილებულ უმაღლეს სასწავლებლად მსოფლიოში.
მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს, კომისიას, რომელიც მუშაობს რეფორმის განხორციელებაზე, სიფრთხილით მოეკიდონ ამ პროცესს. სოხუმის უნივერსიტეტში იურიდიული ან ნებისმიერი სხვა ფაკულტეტის გაუქმება არ დარჩება შეუმჩნეველი აფხაზეთში და იქნება გარკვეული სიგნალი მათთვის, თუ როგორ აუქმებს საქართველოს მთავრობა ფაკულტეტებს დევნილ უნივერსიტეტში, რაც პოლიტიკურად დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოხუმში აქტიურად ხდება ისტორიის გაყალბება, უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის გაუქმება, ყოვლად მიუღებელია, პირიქით, უნდა ხდებოდეს აფხაზეთის უახლესი ისტორიის სწავლება, რაც პრინციპული საკითხია.
ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არა თუ შენარჩუნებული იყოს სოხუმის უნივერსიტეტი იმ სახით, როგორც ის ფუნქციონირებს, არამედ მოხდეს მისი გაძლიერება. სახელმწიფო ინტერესია დავიცვათ ის მონაპოვარი, რაც გვაქვს სოხუმის უნივერსიტეტის სახით, რადგან გაუქმება უნიკალური და ისტორიული უნივერსიტეტისა, რომელიც ათეული წლები ქართულ -აფხაზური ურთიერთობების ფუნდამენტს ამყარებდა, ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის აღიარების ტოლფასია“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
პაატა დავითაიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.