რომელი ტექნოლოგიურ გიგანტი როდის მიაღწევს $5-ტრილიონიან ნიშნულს? – BestBrokers.com-ის პროგნოზი

2025 წლის ოქტომბერში Nvidia მსოფლიოში პირველ კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით $5 ტრილიონს გადააჭარბა. ალბათ ბევრ ინვესტორს აინტერესებს, რომელი ტექნოლოგიური გიგანტი გადალახავს შემდეგში ამ ნიშნულს. საკუთარი პროგნოზი BestBrokers.com-მა შემოგვთავაზა.
BestBrokers.com-ის ანალიზი კომპანიების ბოლო სამი წლის საშუალო ზრდაზეა დაფუძნებული. შედეგად, მან სავარაუდო თარიღები გამოითვალა, თუ როდის შეძლებენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები ღირებულების $5-ტრილიონიან ზღვრამდე გაზრდას.
ანგარიშზე დაყრდნობით, ამ მიზანთან ყველაზე ახლოს Microsoft-ი და Alphabet-ია. კერძოდ, BestBrokers.com-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, Microsoft-მა $5-ტრილიონიან ნიშნულს შესაძლოა 2026 წლის აგვისტოში მიაღწიოს. რაც შეეხება Alphabet-ს, პროგნოზის მიზედვით, მან ამავე ზღვარს შესაძლოა 2026 წლის ოქტომბერში, დაახლოებით ერთ წელიწადში მიაღწიოს, თუ მსგავსი ტემპით ზრდას გააგრძელებს.
Microsoft-ის ძლიერი ზრდა, ძირითადად, ღრუბლოვან სერვისებზე მოდის, თუმცა სხვა მიმართულებები, როგორიცაა გეიმინგი და , ასევე სწრაფად ვითარდება. Alphabet-ი, რომლის საშუალო წლიური ზრდის ტემპი ბოლო 3 წლის განმავლობაში 43%-ს შეადგენს, Google-ის სარეკლამო ბიზნესიდან კვლავ დიდ მოგებას იღებს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ს ტექნოლოგიებში მილიარდები ჩადოს და -რბოლაში არ ჩემორჩეს.
აღსანიშნავია, რომ Alphabet-ის აქციების ფასზე დამატებით იმანაც იქონია გავლენა, რომ Berkshire Hathaway-მ კომპანიაში $4.9-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა.