ზელენსკის ოფისში ადასტურებენ, რომ -ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ მ ამერიკული მხარისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღო.
ოფისის განცხადების თანახმად, იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილავს არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს,
“უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურად მიიღო ამერიკული მხარისგან გეგმის პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის აზრით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ გეგმის პუნქტებზე, რათა უზრუნველვყოთ ომის ღირსეული დასრულება”, – აცხადებენ პრეზიდენტის ოფისში.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის განცხადების თანახმად, მხარს უჭერს ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია რეალური მშვიდობის მიღწევა.
გამოცემის თანახმად, გეგმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევსა და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად შეიმუშავეს.
გამოცემის წყაროს თანახმად, -ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ს სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.
მაღალჩინოსნის თქმით, შემუშავებული გეგმა ფოკუსირებულია ორივე მხარის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე.
“გეგმა მოიცავს იმას, რაც უკრაინას სურს და გრძელვადიანი მშვიდობისთვის სჭირდება” – ამბობს ის. ოფიციალურმა პირმა NBC-სთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საჭიროა.
გამოცემის თანახმად, სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.
გეგმის შესახებ ინფორმაცია პირველად Axios-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტი 28 პუნქტისგან შედგება და ოთხ ნაწილად იყოფა: საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოება და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან. წყაროების თქმით, იდეა შთაგონებულია ტრამპის ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული სამშვიდობო ინიციატივებით.