TV პირველი: ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა

TV პირველი აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა.
“გაცნობებთ, რომ ვტოვებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას, სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით.
გთხოვთ, განახორციელოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები”, – წერს ის განცხადებაში.
ლუკა ძაძამია 2023-2024 წლებში პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო. შემდეგ კი, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძის საკრებულოს სიაში მოხვდა.